ერაყში, მეჩეთში აფეთქების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა

ერაყში, ბაღდადის შემოგარენში მომხდარი აფეთქებების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა. აბუ-გრეიბის რაიონში მდებარე მეჩეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა „შაჰიდის ქამარი“ ააფეთქა. ამ დროისთვის ტერაქტზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. ეს პირველი ტერაქტია ბაღდადის მახლობლად მას შემდეგ, რაც სამთავრობო ძალებმა ქალაქი ფალუჯა მთლიანად დაიკავეს. ის ბაღდადთან ახლოს მდებარეობს და ამ დასახლებულ პუნქტს „ბოევიკები“ თავდასხმების მოსამზადებლად იყენებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები