კემერონი – ევროკავშირიდან გასვლის განაცხადით ამ ორგანიზაციას უკვე ახალი პრემიერი მიმართავს

ევროკავშირიდან გასვლის განაცხადით ამ ორგანიზაციას უკვე ახალი პრემიერ-მინისტრი მიმართავს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერმა დევიდ კემერონმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც კემერონმა აღნიშნა, მან უკვე შეატყობინა გერმანიის კანცლერს, რომ მისი კაბინეტი ევროკავშირიდან გასვლის განაცხადს არ შეიტანს. პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ პროცედურის დაწყებისთვის მთავრობამ ყველა აუცილებელი საბუთი მოამზადა, მაგრამ ოფიციალურ განაცხადს მომდევნო პრემიერ-მინისტრი შეიტანს.
შეგახსენებთ, რომ რეფერენდუმის შედეგების გამოცხადების შემდეგ დევიდ კემერონმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან თავისი გადადგომა დააანონსა, რომელიც შემოდგომაზე მოხდება. შემდეგ, დიდ ბრიტანეთში ახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები