კემერონს ევროკავშირში წევრობის საკითხზე ბრიტანეთში ხელახალი რეფერენდუმის ჩატარება ნაკლებად სავარაუდოდ მიაჩნია

ევროკავშირში წევრობის საკითხზე დიდ ბრიტანეთში ხელახალი რეფერენდუმის ჩატარების შანსი ძალზე დაბალია. გამოცემა The Independent-ის ცნობით, ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, დევიდ კემერონმა განაცხადა.
როგორც კემერონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, პრემიერმა მთავრობის წევრებს მუშაობის გაგრძელებისკენ მოუწოდა. დევიდ კემერონი აცხადებს, რომ მინისტრები მის შემცვლელს “ბრექსითისთვის” მზადებაში უნდა დაეხმარონ.
კემერონი მიიჩნევს, რომ შოტლანდიის დამოუკიდებლობის შესახებ მეორე რეფერენდუმის ჩატარების აუცილებლობა არ არის, რადგან ამ ქვეყნის მოსახლეობამ არჩევანი ორი წლის წინ გააკეთა.
მანამდე დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საიტზე გაჩნდა პეტიცია, რომლის ავტორები ხელახალი რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვენ, ვინაიდან 23 ივნისს ამას 60%-ზე ნაკლებმა ადამიანმა დაუჭირა მხარი, ხოლო ამომრჩევლის აქტივობამ 75% შეადგინა.
ამ პეტიციას 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა დაუჭირა მხარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები