პესკოვი – ერდოღანმა პუტინს ჩამოგდებული თვითმფრინავისთვის ბოდიში მოუხადა

ვლადიმერ პუტინმა თურქეთის პრეზიდენტისგან, რეჯეფ თაიფ ერდოღანისგან რუსული „სუ-24“-ის ჩამოგდების გამო ოფიციალური ბოდიში მიიღო, რასაც რუსი პილოტის დაღუპვა მოჰყვა. ამის შესახებ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
პესკოვის თქმით, ერდოღანს სურს აღადგინოს ურთიერთობები რუსეთთან და პუტინს ამაზე ერთობლივი მუშაობისკენ მოუწოდებს.
კრემლის ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ერდოღანმა თავის წერილში დაწერა, რომ „თურქეთს არ სურდა რუსეთის ფედერაციის კუთვნილი თვითმფრინავის ჩამოგდება“.
ასევე ერდოღანი წერს, რომ თურქეთის მოქალაქის მიმართ, რომელიც რუსი პილოტის დაღუპვაშია ბრალდებული, გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები