როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში

27 ივნისს საქართველოში ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
როგორც „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. კერძოდ, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +33, +38°, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +29, +34° იქნება.
28 – 30 ივნისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვაც.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +26, +31°, აღმოსავლეთ საქართველოში +30, +35° იქნება. 1 – 3 ივლისს დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი გაგრძელდება, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +24, +29° – მდე დაიკლებს, აღმოსავლეთ საქართველოში კი ტემპერატურა +27, +32° – ის ფარგლებშია მოსალოდნელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები