საფრანგეთი და გერმანია შეთანხმდნენ, თუ როგორ უნდა იმოქმედონ ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შემდეგ

საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი და გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი შეთანხმდნენ, თუ როგორ უნდა იმოქმედონ რეფერენდუმზე ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის მომხრეთა გამარჯვების შემდეგ. ამის თაობაზე „ბი-ბი-სი“ იუწყება. შეხვედრის შემდეგ ოლანდმა განაცხადა, რომ ერთიანობის გარეშე შეიქმნება განხეთქილების საფრთხე. მერკელი და ოლანდი დღეს ბერლინში კიდევ ერთ შეხვედრას გამართავენ. მინისტრთა კაბინეტის სხდომა დიდ ბრიტანეთშიც გაიმართება. გარდა ამისა, სხდომას დიდი ბრიტანეთის პარლამენტიც განაახლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები