ერაყის ქალაქი ფალუჯა „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებისგან“ მთლიანად გათავისუფლდა

ერაყის ქალაქი ფალუჯა „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებისგან“ მთლიანად გათავისუფლდა, – ამის შესახებ სააგენტო „ასოშიეიტედ პრესს“ ერაყის არმიის მაღალჩინოსანმა, აბდულ ალ საადიმ განუცხადა.
მისი თქმით, ამჟამად ოპერაცია დასრულებულია და სამხედროები სახლების და ქუჩების განაღმვას შეუდგებიან. ფალუჯის გათავისუფლების ოპერაცია ჯერ კიდევ მაისში დაიწყო. 17 ივნისს სამხედროებმა ქალაქის ცენტრი დაიკავეს. ამ ქალაქს „ისლამური სახელმწიფო“ 2014 წლიდან აკონტროლებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები