ლია კრიალაშვილი: ჩემი ძმის მკვლელობის გამო ვანო მერაბიშვილს ბრალს წაუყენებენ

„ვანო მერაბიშვილო, არც იოცნებო გარეთ გამოსვლაზე“ – ამ სიტყვებით მიმართავს ე.წ. მუხროვანის ამბოხის“ დროს მოკლული გია კრიალაშვილის და, ლია კრიალაშვილი პატიმრობაში მყოფ შს ყოფილ მინისტრს, ივანე მერაბიშვილს.
როგორც გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ლია კრიალაშვილი აცხადებს, არ არის გამორიცხული, ვანო მერაბიშვილს გია კრიალაშვილის მკვლელობაზე ბრალი წაუყენონ. ამასთანავე, ლია კრიალაშვილი აღშფოთებას ვერ მალავს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ და აცხადებს: „რატომ უნდა გადაუხადოს სახელმწიფომ 12 ათასი ევრო ვანო მერაბიშვილს, იმიტომ რომ მეორე გვამი ვერ მიიღო?!“
მისი თქმით, სტრასბურგის გადაწყვეტილებას დადებითი მხარეც აქვს, რადგან სწორედ ამ გადაწყვეტილების შემდეგ პროკურატურის გამომძიებლებმა საქმეზე ძიება განაახლეს. მისი თქმით, გია კრიალაშვილის მკვლელობის საქმეზე დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი ჩაერთვება, რაც მანამდე პრობლემას წარმოადგენდა.
ლია კრილაშვილის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ კრიალაშვილების ოჯახი უკვე დიდი ხანია საქმეში ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილის ჩართვას ითხოვდა, პროკურატურა ამ საკითხზე უარს აცხადებდა.
“სტრასბურგის ამ გადაწყვეტილებამ პროკურატურა გამოაფხიზლა. საქმეში აქტიურად ჩაერთო დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი. მისთვის წესიერად გაცნობა პრობლემებთან იყო დაკავშირებული. პროკურატურიდან 2 თვის განმავლობაში ველოდებოდით პასუხს, რომ საშუალება მისცემოდა, საქმე სათანადოდ შეესწავლა. სტრასბურგის ამ გადაწყვეტილების შემდეგ პრობლემა გადაიჭრა. უახლოეს მომავალში ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი მის ხელთ არსებულ ინფორმაციას გააასაჯაროებს. აქამდე ჩემი ძმის საქმე, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, თაროზე იყო შემოდებული, დღეს პროკურატურის მხრიდან სერიოზული დაინტესებაა. ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ ვანო მერაბიშვილს ჩემი ძმის მკვლელობის გამო ბრალს წაუყენებენ. თეთრაძის მკვლელობაში მონაწილე პირებს უკვე წაეყანათ ბრალი, გამოცოცხლდა პროკურატურა“, – აცხადებს ლია კრიალაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები