სტეფანწმინდას გაზმომარაგება შეუწყდება

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სტეფანწმინდას ბუნებრივი გაზი შეუწყდება, – ამის შესახებ ინფორმაციას, კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი” ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნულის მიზეზი სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებია.
“გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 4 ივლისის დილის 10:00 საათიდან, სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოების გამო, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სტეფანწმინდას ბუნებრივი გაზი შეუწყდება.
აბონენტებს ბუნებრივი გაზი სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგებათ დღის ბოლომდე.
კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი” ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები