პელმენის 90 პროცენტი სალმონელათი დაავადებული ფარშით მზადდება – რატომ ატყუებენ ქართული კომპანიები მომხმარებელს

ქართული კომპანიები მომხმარებელს სალმონელოზით დაავადებული ფარშით დამზადებულ პელმენს სთავაზობენ. ამასთან, მწარმოებლები მომხმარებლებს წონაშიც ატყუებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით გაზეთმა „პრაიმტაიმმა“ სკანდალური ექსპერიმენტი ჩაატარა. გამოცემასთან საუბრისას მომხმარებლის მიმართ არაკეთილსინდისიერების ფაქტი მომხმარებლის უფლებების დამცველმა, ანტიკორუფციული კავშირის თავმჯდომარემ გია ბურჯანაძემაც დაადასტურა.
„გარდა იმისა, რომ კონკრეტული კომპანიები წონაში ატყუებენ მომხმარებელს, ისინი მათ სალმონელათი დაავადებულ ხორცსაც სთავაზობენ. ნახევარფაბრიკატებზე და მათ შორის, პელმენის ფარშზე დიდი ხანია ვყვირივართ, რომ არის სალმონელათი დაავადებული. ნახევარფაბრიკატები არც კი მზადდება საქართველოში, 90 პროცენტი, შემიძლია გითხრათ, რომ არის ფალსიფიცირებული და არ ვარგა. ამის კვლევები, რა თქმა უნდა, ყოფილა. იმპორტირებული ფარშის უმრავლესობა ცუდია. ამაზე მეტყველებს ის ღონისძიებები, რაც ბოლო პერიოდში სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განახორციელა, თურქეთიდან შეწყვეტილი იყო პროდუქტების შემოტანა, ვინაიდან იქ აღმოჩენილი იყო სალმონელა. მაგრამ, სხვა ქვეყნებიდან შემოტანილ ფარშშიც იყო აღმოჩენილი სალმონელა“,- განაცხადა ბურჯანაძემ და კიდევ ერთხელ დასძინა, რომ სალმონელათი დაავადებულ ფარშს პელმენის მწარმოებელი ქართული კომპანიებიც იყენებენ.
„ძირითადად, სწორედ ჩვენი კომპანიები იყენებენ ამ ფარშს. ამ პროდუქციაში შედის ქაბაბები, ძეხვები, ხინკალი და პელმენი. ვფიქრობ, წონა იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც მათი ქიმიური და ბიოლოგიური შემადგენლობა. ეს არის, ფაქტობრივად, უხარისხო, გასანადგურებელი ფარში. ამ ფარშის გამომყენებელი არის საქართველოს კომპანიების 90 პროცენტი. მე ვიცი, რომ კონკრეტული ღონისძიებები იგეგმება ფინანსურ პოლიციაში, ფალსიფიკაციის წინააღმდეგ. ასე, რომ სახელმწიფო ნამდვილად არ დაუშვებს ხალხის მასობრივ ამოხოცვასა და ამოჟლეტას“,- განაცხადა ანტოკორუფციული კავშირის თავმჯდომარე გია ბურჯანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები