კოლუმბიაში სამხედრო ვერტმფრენთან კავშირი გაწყდა

კოლუმბიაში ვერტმფრენთან კავშირი გაწყდა. მის ბორტზე 16 სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
შეიარაღებული ძალების სარდლობის განცხადებით, ვერტმფრენმა, სავარაუდოდ, კატასტროფა განიცადა. ამჟამად სამაშველო ოპერაციაა დაწყებული. ვერტმფრენი კოლუმბიის დასავლეთ ნაწილში დავალებიდან ბრუნდებოდა. ამ ქვეყანაში შვეულმფრენების კატასტროფა იშვიათი შემთხვევა არ არის. ასე, მაგალითად, გასული წლის ზაფხულში კოლუმბიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ვერტმფრენის კატასტროფას 15 პოლიციელი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები