ლიბანში მომხდარი აფეთქებების სერიის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა

ლიბანში მომხდარი ტერაქტების სერიის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა და 13 დაიჭრა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, სოფელ კააში, სირიის საზღვრის სიახლოვეს, ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა.
რადიოსადგურ „ლიბანის ხმის“ ინფორმაციით, ყველა დაღუპული სამოქალაქო პირია. დაშავებულთა შორის ლიბანის არმიის ჯარისკაცები არიან. სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის ფონზე ლიბანში, სირიის საზღვრის სიახლოვეს ბოლო დროს მდგომარეობა გამწვავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები