Singapore Airlines-ის თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა

Singapore Airlines-ის თვითმფრინავს სინგაპურის აეროპორტში დაფრენისას ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. თვითმფრინავში 222 მგზავრი და ეკიპაჟის 19 წევრი იმყოფებოდა. არცერთი მათგანი არ დაშავებულა. თვითმფრინავის დაჯდომის შემდეგ ხანძარი აეროპორტის საგანგებო სამსახურის თანამშრომლებმა ჩააქრეს. თვითმფრინავი სინგაპურიდან მილანში უნდა გაფრენილიყო. აფრენიდან ორ საათში ეკიპაჟმა ძრავში პრობლემების შესახებ ინფორმაცია მიიღო და სინგაპურში დაბრუნდა.
13530365_10206258746579203_163832969_n

13565581_10206258746539202_1937763125_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები