ჩინეთში ავტოავარიას 30 ადამიანი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას ჩინეთში 30 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ავტობუსი, რომლითაც 56 ადამიანი მგზავრობდა, ბორდიურს შეეჯახა, რის შემდეგად ტრანსპორტს ცეცხლი წაეკიდა და აფეთქდა.
ავარიის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა ავტობუსის მძღოლი უკვე დააკავეს. მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები