სამი მილიონი ბრიტანელი რეფერენდუმის ხელმეორედ ჩატარებას ითხოვს

პეტიციას, რომლითაც ბრიტანელები ხელმეორედ ითხოვენ ევროკავშირიდან ქვეყნის გამოსვლის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას, უკვე სამმა მილიონმა ბრიტანელმა მოაწერა ხელი. პეტიციის განსახილველად საკმარისია 100 ათასი ხელმოწერის შეგროვება.
მიმართვაში აღნიშნულია, რომ ახალი პლებისციტის ჩატარებას იმის გამო ითხოვენ, რომ ევროკავშირის დატოვების მომხრე მოსახლეობის 60%-ზე ნაკლებია.
შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ რეფერენდუმის შედეგად, ევროკავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გასვლის მხარდამჭერებმა გაიმარჯვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები