მამა გაბრიელ კახელიშვილი პოლიციელებს მის ცემაში ადანაშაულებს – შსს-ში ფაქტს უარყოფენ

ლანჩხუთის რაიონის სოფელ აცანის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გაბრიელი (კახელიშვილი) საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ცემაში ადანაშუალებს. „კვირას“ ინფორმაციით, სასულიერო პირი ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, ის პატრულის თანამშრომლებმა გააჩერეს, რამაც სასულიერო პირის გაღიზიანება გამოწვია და მან სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. სასულიერო პირი პოლიციამ დააკავა და ოზურგეთში გადაიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სასულიერო პირის ბრალდებებს იმის შესახებ, რომ სამართალდამცველებმა მამა გაბრიელი სცემეს, უარყოფენ. როგორც “კვირას“ უწყებაში განუცხადეს, მამა გაბრიელ კახელიშვილმა თვითდაზიანებები იმ დროს მიიყენა,როცა სამართალდამცველებს ის ლანჩხუთიდან ოზურგეთში გადაჰყავდათ.
ფაქტზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დაიწყო – (სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის ან აღსრულების პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა).
13501594_10153787698249779_98205524358152775_n
ფოტო: “გურიის მოამბე”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები