მერკელი მოუწოდებს ევროკავშირის წარმომადგენლებს, „ბრექსიტის“ გამო ბრიტანელებს სამაგიერო არ გადაუხადონ

ევროკავშირი არ უნდა იყოს უხეში და ქედმაღლური დიდ ბრიტანეთთან დაკავშირებით, ამ ორგანიზაციიდან ქვეყნის გასვლის საკითხზე მოლაპარაკების დროს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა. ამის შესახებ მერკელმა ევროკავშირის 6 დამფუძნებელი ქვეყნის – საფრანგეთის, ბელგიის, ჰოლანდიის, ლუქსემბურგის, იტალიის და გერმანიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. თავის მხრივ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ – ვალტერ შტაინმაიერმა მოუწოდა დიდ ბრიტანეთს, ევროკავშირიდან რაც შეიძლება მალე გავიდეს. ამასთანავე, გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ „დიდი ბრიტანეთის გასვლა არ უნდა გაგრძელდეს უსასრულოდ, მაგრამ ამას გარკვეული დრო მაინც დასჭირდება“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები