სომალის დედაქალაქში ტერაქტი მოხდა

სომალის დედაქალაქში, მოგადიშოში სასტუმროში Naso Hablod-ში აფეთქება მოხდა. მოგვიანებით პოლიციასა და „აშ-შაბაბის“ „ბოევიკებს“ შორის ორმხრივი სროლა მოხდა.
სამართალდამცველების ცნობით, სასტუმროს შესასვლელთან თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, ხოლო რამდენიმე „ბოევიკი“ შენობაში შეიჭრა.
აშ-შაბაბის“ „ბოევიკები“ სომალიში თავდასხმებს რეგულარულად აწყობენ. ივნისის დასაწყისში Ambassador Hotel-ში ტერორისტების შეჭრის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები