რიმა ბერაძემ, დავით ნარმანიასთან ერთად, ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი განახორციელა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა რიმა ბერაძემ, დავით ნარმანიასთან ერთად, ჩუღურეთის რაიონში უკვე დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი განახორციელა.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოსა და მერიის წარმომადგენლებმა ჯავახიშვილისა და ტოლსტოის ქუჩების კვეთაზე განახლებული სკვერი და ჯავახიშვილის ქუჩის N18-ში განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
მონიტორინგის ღონისძიებების ფარგლებში, რიმა ბერაძე და დავით ნარმანია აჭარის ქუჩის N10-ში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებსაც ესტუმრნენ. აღნიშნულ მისამართზე 200-მდე ოჯახი ცხოვრობს, საიდანაც 144 აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის, ხოლო დანარჩენი სოციალურად დაუცველის სტატუსით სარგებლობს.
„აფხაზეთიდან დევნილ 144 ოჯახს უკვე დაუკანონდა საცხოვრებელი ფართები. ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ შევხვდით მათ, რათა უშუალოდ მათგან მოვისმინოთ ინფორმაცია მათთვის პრიორიტეტულ და მნიშვნელოვან საკითხებზე “, – განაცხადა რიმა ბერაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნულ მისამართზე მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა, დაიგო ასფალტის საფარი, გარემონტდა და კეთილმოეწყო სპორტული მოედანი და განხორციელდა გამწვანების ღონისძიებები. დღესვე, საკრებულოს დეპუტატი და მერიის წარმომადგენლები სააკაძის ქუჩა N19-ის მცხოვრებლებსაც შეხვდნენ და მათ საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას დაჰპირდნენ. აღნიშნულ მისამართზე 112 დევნილი და სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობს. მონიტორინგში მერის მოადგილესთან, გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე და მერიის საქალაქო სამსახურების უფროსებიც მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები