კახა კალაძე: პრემიერის ინიციატივით მკაცრდება კანონი ჩხუბთან დაკავშირებით

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახა კალაძე პარლამენტის მიერ საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს ეხმაურება.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ცვლილება პრემიერის ინიციატივით მკაცრდება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, კანონი გამკაცრდა ჩხუბთან დაკავშირებით, რომ ეს ცხვირ-პირის მტვრევა და მუშტი-კრივი არ იყოს გამართული.
”ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ისეთივე საშინელება არ განმეორდეს, რაც მოხდა კორცხელში. ეს იყო ძალიან მძიმე, ხელისუფლებისთვისაც, მმართველი პარტიისთვის და ყველანაირი პრევენცია იქნება განხორციელებული. ასევე იცით, რომ პრემიერის ინიციატივით მკაცრდება კანონი ჩხუბთან დაკავშირებით, რომ ეს ცხვირ-პირის მტვრევა და მუშტი-კრივი არ იყოს გამართული. საარჩევნო პროცესი უნდა ჩატარდეს აბსოლუტურად მშვიდ გარემოში, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა პოლიტიკურ სტრუქტურებს შესაძლებლობა ექნება, რომ თავისუფალ გარემოში აწარმოოს საარჩევნო კამპანია”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები