ხვალ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობა გაიმართება

26 ივნისს, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობა გაიმართება. ყრილობის დელეგატები ორგანიზაციის თავმჯდომარეს აირჩევენ.
როგორც „კვირას“ „ქართული ოცნების“ პარტიული ოფისიდან აცნობეს, ახალგაზრდებს სიტყვით მიმართავს პრემიერ-მინისტრი, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი და ვიცე-პრემიერი, პარტიის გენერალური მდივანი და ცენტრალური შტაბის ხელმძღვანელი კახა კალაძე.
ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობას საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრება ახალგაზრდა სოციალისტების საერთაშორისო გაერთიანების ხელმძღვანელი ევინ ინკისი. ყრილობა ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება და 17:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები