კახა კალაძე: შეჯერებულია ყველაფერი – როგორც მაჟორიტარების კანდიდატები, ასევე სიის შემადგენლობა

ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის ”ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, პარტიაში შეჯერებულია ყველაფერი, როგორც მაჟორიტარების კანდიდატები, ასევე სიის შემადგენლობა.
მისივე თქმით, ყველაფერი უახლოეს მომავალში საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება.
”რაც შეეხება სიებს, მაჟორიტარების წარდგენას – ყველაფერს თავისი დრო აქვს. უახლოეს მომავალში ცნობილი იქნება ოფიციალურად საარჩევნო კამპანიის დაწყებაც, ცნობილი იქნება სიები, მაჟორიტარობის კანდიდატები რაიონებში. ეს ყველაფერი იქნება საარჩევნო კამპანიიის ნაწილი და უახლოეს მომავალში ცნობილი იქნება საზოგადოებისთვის”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები