თამარ ბერუჩაშვილი: ეს არის ბრიტანელი ხალხის სუვერენული არჩევანი

საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთაში თამარ ბერუჩაშვილი ფიქრობს, რომ ევროპა, ბრიტანეთის გადაწყვეტილების მიუხედავად, არსებულ გამოწვევებს გაუმკლავდება.
როგორც ბერუჩაშვილმა განმარტა, ბრიტანელი საზოგადოების გადაწყვეტილებას ყველამ პატივი უნდა სცეს.
„ნამდვილად, ბრიტანეთი არ ელოდა გადაწყვეტილებას ევროკავშირიდან გასვლის შესახებ, თუმცა ძალიან აქტიურები იყვნენ ასევე ამ კამპანიის წარმმართველი ძალებიც. დღეს ევროპა ცხოვრობს უკვე ახალ რეალობაში. გადაწყვეტილება მიღებულია, ეს არის ბრიტანელი ხალხის სუვერენული არჩევანი. დარწმუნებული ვარ, ევროკავშირს აქვს შესაბამისი პოლიტიკური ნება, ძალა გამოცდილება და მზაობა, რომ ახალ გამოწვევებს გაუძლოს“, – აცხადებს თამარ ბერუჩაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები