პოროშენკო აღმოსავლეთ უკრაინაში დაბომბვაში მოჰყვა

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აღმოსავლეთ უკრაინაში, დონეცკის რაიონში, დაბომბვაში მოხვდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანტიტერორისტული ოპერაციის საკითხებში, ანდრეი ლისენკომ განაცხადა.
„ცეცხლი გაიხსნა ზაიცევოს, მაიორსკის, ავდეევკის, ოპიტნის და ვოდიანოს მიმართულებით, ამ პოზიციებზე პრეზიდენტი პოროშენკო იმყოფებოდა. მოწინააღმდეგის ცეცხლის მიუხედავად, მან რამდენიმე ბლოკ-საგუშაგო მოინახულა, ერთ-ერთი მათგანი დონეცკის აეროპორტიდან მხოლოდ 800 მეტრში მდებარეობს, პრეზიდენტმა სამხედროებს მაღალი სახელმწიფო ჯილდოები გადასცა“, – განაცხადა ლისენკომ.
მისი თქმით, მოწინააღმდეგემ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებს 130-მზე მეტი ნაღმი და 26 ჭურვი ესროლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები