ჰოლანდიელმა მეცნიერებმა ბოსტნეული და ხორბლეული მარსის მსგავს ნიადაგზე მოიყვანეს
ჰოლანდიელმა მეცნიერებმა მარსის მაგვარ ნიადაგზე ბოსტნეული და მარცვლეული კულტურები მოიყვანეს. აქ მეცნიერებმა ბრინჯის, ბოლოკის, ბარდის და პომიდვრის მოყვანა შეძლეს. ეს ექსპერიმენტი მნიშვნელოვანია „წითელ პლანეტაზე“ მომავალი ექსპედიციებისთვის, ვინაიდან ის საკმაოდ ხანგრძლივი იქნება.
მარსზე გამგზავრებულ პირველ კოსმონავტებს სურსათის წაღება მოუწევთ, რაც მათ დიდი ხნით არ ეყოფათ. ამიტომ ადგილზე აუცილებელი იქნება სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანა. ყველაზე რთული საკითხია, შეძლებს თუ არა ბოსტნეული და სხვა სახის მცენარეები იმ მძიმე ლითონების შთანთქმას და დამუშავებას, რომლებიც მარსის ნიადაგში ძალზე დიდი რაოდენობით არსებობს. ამჟამად ბიოლოგები კიდევ ექვსი სახეობის მცენარეებზე ატარებენ ცდებს, მათ შორის – კარტოფილზე.