„ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ რამადანის წესების დარღვევისთვის 20 ადამიანს გაშოლტვა მიუსაჯეს

ერაყის ქალაქ მოსულში „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ მუსულმანებისთვის წმინდა თვის – რამადანის დროს მარხვის წესების დარღვევისთვის 20-ზე მეტი ადამიანი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სახალხოდ გაშოლტეს. თვითმხილველების თქმით, ამ ადამიანებს მათრახით 30 დარტყმა მიუსაჯეს. ქალაქი მოსული – „ისლამური სახელმწიფოს“ არაოფიციალური დედაქალაქია ერაყის ტერიტორიაზე. „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტები აქ სხვადასხვა დარღვევისთვის ადამიანებს რეგულარულად სჯიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები