ინდონეზიაში წყალდიდობას 60 ადამიანი ემსხვერპლა

ინდონეზიაში წყალდიდობას 60-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ათასობით ადამიანი იძულებული იყო, საკუთარი სახლები დაეტოვებინა. ამის შესახებ ინდონეზიის საგანგებო სიტუაციათა სამსახური იუწყება. წყალდიდობა კუნძულ იავაზე და სულავესიზე მოხდა. სამი ადამიანი უგზო-უკვლოდ არის დაკარგული. ამჟამად ქვეყნის ხელისუფლება სტიქიური უბედურების ზონიდან მოსახლეობის ევაკუაციის ოპერაციას აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები