ჩინეთში დაღუპულთა რაოდენობამ 100-ს მიაღწია
ჩინეთში, ცზიანსუს პროვინციაში, შტორმის და ტორნადოს შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 100-ს მიაღწია. დაშავებულია 800-ზე მეტი ადამიანი. ამის შესახებ China News Service იუწყება.
ჩინეთის სამოქალაქო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 20 დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაშია.
სტიქიური უბედურების შედეგად ყველაზე მეტად ქალაქი იანჩენი დაზარალდა – იქ ათობით სახლი დაინგრა, ქარმა ელექტროგადამცემი ხაზები წააქცია. სტიქიური უბედურების ზონიდან 20 ათასამდე ადამიანია ევაკუირებული.