ობამა – აშშ დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას პატივს სცემს

U.S. President Barack Obama speaks about the sequester after a meeting with congressional leaders at the White House in Washington March 1, 2013. Obama pressed the U.S. Congress on Friday to avoid a government shutdown when federal spending authority runs out on March 27, saying it is the "right thing to do." REUTERS/Kevin Lamarque (UNITED STATES - Tags: BUSINESS POLITICS)

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ შეერთებული შტატები პატივს სცემს დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის გადაწყვეტილებას, რომელმაც რეფერენდუმზე ევროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილებას დაუჭირა მხარი. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. როგორც თეთრი სახლის ხელმძღვანელმა განაცხადა, შეერთებული შტატების და დიდი ბრიტანეთის ურთიერთობები ამით არ დაზარალდება.
„გაერთიანებული სამეფო და ევროკავშირი ამერიკის შეერთებული შტატების უცვლელ პარტნიორებად დარჩებიან, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის ურთიერთობები შეიცვლება“, – განაცხადა ობამამ.
რეფერენდუმამდე ობამა მხარს უჭერდა ევროკავშირში დიდი ბრიტანეთის დარჩენას და ამის არგუმენტებიც მოჰყავდა. ობამას ამ განცხადებებს დიდ ბრიტანეთში კრიტიკა მოჰყვა, ვინაიდან გარკვეულმა წრეებმა ეს  ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის მცდელობად შეაფასეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები