თურქეთმა „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციები დაბომბა, მოკლულია 20 ტერორისტი

„ისლამური სახელმწიფოს“ სულ მცირე 20 ტერორისტი დაიღუპა თურქული არტილერიის მიერ ჩრდილოეთ სირიაში „ბოევიკების“ პოზიციების დაბომბვის შედეგად. ამის თაობაზე სააგენტო “ანადოლუ“ იუწყება. ოპერაციაში ანტიტერორისტული კოალიციის ავიაციაც მონაწილეობდა.
თურქი სამხედროების ინფორმაციით, სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ 34 ობიექტია განადგურებული, მათ შორის ორი შენობა, რომელსაც ტერორისტები იყენებდნენ.
ამავ ინფორმაციით, ტერორისტები თურქეთის ტერიტორიის მიმართულებით რაკეტების გაშვებას გეგმავდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები