თურქეთში ექვსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

აღმოსავლეთ თურქეთში ექვსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, სამხედროებს „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ „ბოევიკები“დაესხნენ თავს.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ჰაქარის პროვინციაში ოთხი სამხედრო მოსამსახურე აფეთქების შედეგად დაიღუპა, ხოლო ორი სამხედრო მარდინის პროვინციაში ორმხრივ სროლას ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები