გერმანიის კანცლერი, დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმის შემდეგ, მინისტრებთან სპეციალურ შეხვედრას გამართავს

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ სპეციალურ შეხვედრას გამართავს, რომელშიც მინისტრები, „ქრისტიანულ -დემოკრატიული კავშირის“ წევრები და საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
შეხვედრის შემდეგ პრესისთვის განცხადების გაკეთება იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთში ხუთშაბათს გამართულ რეფერენდუმზე ევროკავშირიდან გასვლას ამომრჩეველთა 51,9%-მა დაუჭირა მხარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები