შოტლანდიის მთავრობა – ჩვენ ევროკავშირში დარჩენა გვსურს

შოტლანდიას ევროკავშირში დარჩენა სურს. ამის შესახებ შოტლანდიის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლა სტერჯენმა დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების კომენტირებისას განაცხადა. „შოტლანდიამ ხმა მისცა ევროკავშირში დარჩენას“, – განაცხადა ქვეყნის პრემიერმა და შოტლანდიის ნაციონალური პარტიის ლიდერმა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
წინასწარი ინფორმაციით, შოტლანდიის მოსახლეობის 62%-მა ევროკავშირში დარჩენას დაუჭირა მხარი, ხოლო 38%-მა – ამ ორგანიზაციიდან გასვლას. შოტლანდიის ნაციონალისტების ყოფილმა ლიდერმა ალექს სალმონდმა შოტლანდიის დამოუკიდებლობის საკითხზე ხელახალი რეფერენდუმის ჩატარებისკენ მოსახლეობას უკვე მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები