ჩინეთში ტორნადოს 51 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთში ტორნადოს სულ მცირე 51 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. სტიქიამ ათობით შენობა დაანგრია. სტიქიამ ყველაზე მეტად ცზიანსუს პროვინცია დააზარალა. აქ წაქცეულია ხეები, დაზიანდა გზები და ელექტროგადამცემი ხაზები.
ადგილობრივი ხელისუფლება შიშობს, რომ დაღუპულთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს.
ცზიანსუ – ერთ ერთი ყველაზე დასახლებული პროვინციაა ჩინეთში. რამდენიმე დღის წინ ჩინეთის სამხრეთ ნაწილში მომხდარ წყალდიდობას 22 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები