გაეროს გენერალური ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა

გაეროს გენერალური ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტი ჯონ ეში 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. ეში ანტიგუა და ბარბუდას ელჩი იყო, 2013-2014 წლებში ის გაეროს გენერალურ ასამბლეას ხელმძღვანელობდა.
ანტიგუას მედიის ცნობით, ყოფილი დიპლომატის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. გასული წლის ოქტომბერში ეში აშშ-ის პოლიციამ დააკავა. ის ქრთამის აღებაში დაადანაშაულეს. გამოძიების ვერსიით, ჯონ ეშმა ჩინელი მილიარდერისგან, კაპ სენგასგან 500 ათასი დოლარი მიიღო. სანაცვლოდ კი, მას მაკაოში გაეროს ცენტრის მშენებლობის ლობირება უნდა მოეხდინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები