აღმოსავლეთ თურქეთში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ორი „ბოევიკი“ მოკლეს

„ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ორი „ბოევიკი“ მოკლეს აღმოსავლეთ თურქეთში, ელაზიგის პროვინციაში ტერორისტებსა და თურქეთის უსაფრთხოების ძალებს შორის მომხდარი ორმხრივი სროლის დროს. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
ამავე სააგენტოს ცნობით, ოთხშაბათს აღმოსავლეთ თურქეთში ხუთი ქურთი „ბოევიკი“ იყო განადგურებული.
„ანადოლუს“ ცნობით, 2015 წლის ივლისის შემდეგ, როდესაც აღმოსავლეთ თურქეთში, ერთი მხრივ, თურქეთის პოლიციას და შეიარაღებულ ძალებსა და, მეორე მხრივ, „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წარმომადგენელთა შორის საბრძოლო მოქმედებები განახლდა, 600 სამართალდამცველი და სამხედრო და 7000 -მდე „ბოევიკი“ დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები