რომის პაპი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში ჩადის

24-26 ივნისს სომხეთში რომის პაპის, ფრანცისკეს ოფიციალური ვიზიტი გაიმართება. ვიზიტის ფარგლებში პაპი ხორ ვირაპის მონასტერში ჩავა, ასევე ის შეხვდება სომხეთის პრეზიდენტს, სერჟ სარგსიანს და სომხეთში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს.
როგორც სომხური მედია იუწყება, მთავარი ღონისძიება ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე იგეგმება, სადაც რომის პაპის და სომხეთის პატრიარქის, გარეგინ მეორის წირვა გაიმართება. ასევე საღმრთო ლიტურგია გიუმრიშიც ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები