რუსეთში ავტოსაგზაო შემთხვევაში უკრაინის 5 მოქალაქე დაიღუპა

რუსეთში, კურსკის ოლქში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად უკრაინის 5 მოქალაქე დაიღუპა და ოთხი დაშავდა.
„ავარია დილის 5 საათზე მოხდა. „მერსედეს სპრინტერის“ მარკის მიკროავტობუსი ტრაილერს შეეჯახა“, – განუცხადეს სააგენტო „უნიანს“ კურსკის ოლქის შინაგან საქმეთა სამმართველოში. დაშავებულთა შორის ერთი ბავშვია, რომლის გადარჩენას მედიკოსები ცდილობენ. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები