ენრიკე ეგლესიასს ფანატი გოგონა კისერზე შეახტა (ვიდეო)
ცნობილ ესპანელ პოპმომღერალს, ენრიკე ეგლესიასს ბაქოში კონცერტის დროს ერთ-ერთი ფანატი გოგონა კისერზე შეახტა. ახალგაზრდა ფანატი, რომელიც ეგლესიასს კისერზე შეახტა, ცნობილ მომღერალს თავს არ ანებებდა. ამიტომ სცენაზე დაცვის თანამშრომლები ავიდნენ, რათა ზედმეტად ემოციური მაყურებელი სცენიდან ჩამოეყვანათ. თუმცა თავად ეგლესიასმა დაცვის თანამშრომლებს მიანიშნა, რომ ყველაფერი რიგზე იყო. თვითმხილველები აცხადებენ, რომ ემოციური ფანატი გოგონა ადგილობრივი მკვიდრი არ იყო და ის იტალიელია. საბოლოოდ, ეს ინციდენტი მშვიდობიანად დასრულდა.