YouTube-ის მუშაობაში შეფერხება დაფიქსირდა

მომხმარებელთა მხრიდან ვიდეოჰოსტინგ YouTube-ის მუშაობასთან დაკავშირებით დღეს მრავალრიცხოვანი საჩივარი შევიდა. ამის შესახებ გამოცემა „ინდეფენდენთი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ერთი საათის განმავლობაში ათასამდე შეტყობინება შევიდა რესურსის მუშაობაში პრობლემებთან დაკავშირებით.
საიტზე შესვლის მცდელობისას შეცდომა №500 ფიქსირდებოდა. გარდა ამისა, რესურსის მომხმარებლები აცხადებდნენ, რომ სხვა საიტებზე განთავსებული ვიდეოების ნაწილი არ ირთვებოდა. ამჟამად YouTube-ის ადმინისტრაცია, რომელიც კორპორაცია Google-ს ნაწილია, მომხდარის მიზეზების დადგენას ცდილობს.
13521180_10206226742299116_73962710_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები