„რაც უფრო სწრაფად მივეჩვევით, როგორ მოვიქცეთ, რომ კორცხელის ინციდენტი არ განმეორდეს, უფრო კარგი იქნება“
ჩვენ გვაკლია ქვეყნის მართვის კულტურა არა იმის გამო, რომ უნიჭოები ვართ, არამედ იმიტომ, რომ მცირე პრაქტიკა გაქვს, – ასე უპასუხა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო პერიოდში ქცევის კოდექსის მიღებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.
„მცირე პრაქტიკა, მცირე გამოცდილება გვაქვს, შესაბამისად, რაც უფრო მალე დავიხვეწებით, მეტ ნორმებსაც შემოვიღებთ და გავითვალისწინებთ, უკეთესი იქნება. ქართველებმაც ვიცით კანონების შემოღება, მაგრამ ხშირად მათი გათვალისწინება გვიჭირს. რაც უფრო სწრაფად მივეჩვევით, როგორ მოვიქცეთ პარლამენტში, ქუჩაში და არ მოხდეს მსგავსი, რაც მოხდა, კორცხელში, უფრო კარგი იქნება, ჩვენი სახელმწიფო უფრო მალე შედგება და იქნება წარმატებული“,-აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.