თინა ხიდაშელი: ორივე გადაწყვეტილება, რაც იქნება მთავარი ამბავი ვარშავის სამიტზე, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია
ორი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც იქნება მთავარი ამბავი ვარშავის სამიტზე, ორივე საქართველოსთვის მნიშვნელოვანია – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა.
როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, პირველი ეს არის, რომ ვარშავის სამიტზე ნატო ფართოვდება. და მეორე, აღმოსავლეთ ევროპის წევრი ქვეყნების გაძლიერება და სამხედრო პოლიტიკა.
„ორი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც იქნება მთავარი ამბავი ვარშავის სამიტზე, ორივე საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. პირველი ეს არის, რომ ვარშავის სამიტზე ნატო ფართოვდება, მონტენეგროს გაწევრიანება არის საუკეთესო გზავნილი საქართველოსთვის იმის დასადასტურებლად, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ შემდეგი გაჩერება საქართველო იქნება და მეორე – აღმოსავლეთ ევროპის წევრი ქვეყნების გაძლიერება და სამხედრო პოლიტიკა, რომელიც ამ ქვეყნებისთვის ხორციელდება, არის საუკეთსო დაცვა და ფარი ნატოს პარტნიორებისთვის. ამ სეგმენტში ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის სახელმწიფოები, რომლებიც შავ ზღვაზე არიან, ვინაიდან შავ ზღვაზე ნატოს გაძლიერება ნიშნავს საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებას შავ ზღვაზე“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.