ლანა პაპიძემ გამომძიებელი სიცრუეში დაადანაშაულა
მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის დამ, ლანა პაპიძემ მოწმე სიცრუეში დაადანაშაულა და სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. ლანა პაპიძის პროტესტი გამომძიებელ ნუგზარ ნათელაშვილის ჩვენებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, განსასჯელის და მკვლელობიდან სამ დღეში ტელეფონით დაუკავშირდა და გამოძიების მიერ ოთარ ბერძენიშვილის სახლიდან ამოღებული ოქროულობის ბედი მოიკითხა.
“ლანამ როგორც მითხრა, მისი ოქროს ნივთებიც იყო ამოღებულ სამკაულებს შორის. ჩვენ არც ვგეგმავდით ჯერ მის დაკითხვას, ჭირისუფლების დაკითხვას პირველ დღეებში ვერიდებით ხოლმე, თუმცა რადგან თვითონ დამიკავშირდა, დავიბარეთ და დავკითხეთ. მასაც ეჭვი მის დაზე ჰქონდა”, – განაცხადა ნუგზარ ნათელაშვილმა.
აღნიშნული განცხადების გამო, ლანა პაპიძემ მოწმე სიცრუეში და განაცხადა, რომ 22 დეკემბერს გამომძიებელთან მას არ დაურეკავს და დაკითხვაზე თავად გამომძიებელმა დაიბარა.
“მე და დედაჩემი პანაშვიდიდან წაგვიყვანა, თავად გამომძიებელმა დამირეკა. რა სისულელეა, რა ოქროულობა, მე არ მომითხოვია, რა დროს ოქროულობა იყო”, – განაცხადა ლანა პაპიძემ.