დავით ბაქრაძე ვიზალიბერალიზაციის საკითხზე: ბოლო ორმა-სამმა დღემ ძალიან პოზიტიური ტენდენცია აჩვენა

ბოლო ორმა-სამმა დღემ აჩვენა ძალიან პოზიტიური ტენდენცია ბევრი მიმართულებით, – ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ევროკავშირის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ძალიან მკაფიო გზავნილი იყო საქართველოს მხარდაჭერა ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ.
„ბოლო ორმა-სამმა დღემ აჩვენა ძალიან პოზიტიური ტენდენცია ბევრი მიმართულებით. პირველ რიგში, ეს იყო ევროკავშირის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე მკაფიო გზავნილი საქართველოს სრულ მხარდაჭერაზე ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ, რაც, იმედი გვაქვს, საბჭოს ფორმატებში – იუსტიციისა და შს საქმეთა საკითხების საბჭოში, საბოლოო მხარდაჭერაში გარდაისახება.
რაც შეეხება პარლამენტს, ჩვენ ვაფასებთ იმ ძალისხმევას, რომელიც მომხსენებელმა მოხსენებით გამოიჩინა, როდესაც მხარი დაუჭირა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციას. ეს დოკუმენტი უკვე წარედგინა კომიტეტს. მეორე განხილვა მიეძღვნება 27 ივნისს. 8 ივლისამდე არის პერიოდი, როდესაც შენიშვნები იქნება გათვალისწინებული და იმედი გვაქვს, ივლისის თქვეში, ან სექტემბრის დასაწყისში უკვე კომიტეტში საბოლოო კენჭისყრას ჩაატარებენ“, – განაცხადა ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები