შს მინისტრი დავით გერლიანზე: სოჭშია და ირუჯება

სოჭშია და ირუჯება, – ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ე. წ კანონიერი ქურდის, დავით გერლიანის მიერ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
მინისტრმა აღნიშნულ თემაზე კომენტარისგან თავი შეიკავა და შს სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი დააანონსა.
„სოჭშია და ირუჯება. ამ თემასთან დაკავშირებით ვრცლად სამინისტროში დაგეგმილ ბრიფინგზე ვისაუბრებ. მობრძანდით და ყველაფერს შეიტყობთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს მღებრიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დავით გერლიანის უკრაინიდან დეპორტაციის შესახებ ინფორმაცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 18 ივნისს გაავრცელა. დავით გერლიანი ოდესის ერთ-ერთ რესტორანში პოლიციამ დააკავა. ე.წ. კანონიერი ქურდობა, ასევე ქურდული სამყაროს წევრობა საქართველოს კანონმდებლობით დასჯადია. სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, კანონიერი ქურდობა ითვალისწინებს 7-დან 10 წლამდე პატიმრობას, ხოლო ქურდული სამყაროს წევრობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით 5-დან 8 წლამდე ვადით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები