გიორგი მღებრიშვილი ე.წ. კანონიერ ქურდ დავით გერლიანთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს

შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ე.წ. კანონიერი ქურდის, დავით გერლიანის, მეტსახელად „სვანის“ ქვეყანაში შემოსვლასთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს. ბრიფინგი 14:00 საათისთვის არის დანიშნული.
შეგახსენებთ, რომ დავით გერლიანის უკრაინიდან დეპორტაციის შესახებ ინფორმაცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 18 ივნისს გაავრცელა. დავით გერლიანი ოდესის ერთ-ერთ რესტორანში პოლიციამ დააკავა. ე.წ. კანონიერი ქურდობა, ასევე ქურდული სამყაროს წევრობა საქართველოს კანონმდებლობით დასჯადია. სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, კანონიერი ქურდობა ითვალისწინებს 7-დან 10 წლამდე პატიმრობას, ხოლო ქურდული სამყაროს წევრობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით 5-დან 8 წლამდე ვადით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები