“ის ცვლილებები, რაც ხორციელდება დემოკრატიული რეფორმების თვალსაზრისით პოზიტიურად არის დანახული”

ის ცვლილებები, რაც ხორციელდება ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების თვალსაზრისით საკმაოდ პოზიტიურად არის დანახული, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე სპიკერმა მანანა კობახიძემ სტრასბურგში ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მარინა კალიურანდთან დახურული შეხვედრის შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა.
„იყო საუბარი წინა საარჩევნო გარემოზე, მედია გარემოზე და ის ცვლილებები, რაც ხორციელდება ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების თვალსაზრისით საკმაოდ პოზიტიურად არის დანახული. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ამ ფაქტებთან დაკავშირებით (კორცხელის ინციდენტს ვგულისხმობ) გამოძიება არის დაწყებული, 6 ადამიანი არის მიცემული პასუხისგებაში და ეს საკითხი, ასე ვთქვათ, არის რეაგირებული სათანადოდ ხელისუფლების მხრიდან“, – განაცხადა მანანა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები