ჰააგის სასამართლომ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ყოფილ პრეზიდენტს 18-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, ჟან-პიერ ბემბას 18-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ის სამხედრო დანაშაულებში და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებში იყო ბრალდებული. ამის შესახებ ‘ბი-ბი-სი“ იუწყება.
სასამართლომ დაადგინა, რომ ბემბა, რომელიც კონგოს გამათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი იყო, იცოდა იმ დანაშაულების შესახებ, რომლებიც მისდამი დაქვემდებარებული პირები სჩადიოდნენ, მაგრამ ამისთვის ხელი არ შეუშლია.
დანაშაულები 2002 და 2003 წლებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ტერიტორიაზე იყო ჩადენილი, სადაც კონგოს გათავისუფლების არმია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის ანჟ-ფელიქს პატასეს მოთხოვნით ჩავიდა. ამ ინფორმაციის მიხედვით, ბემბას არმიის წარმომადგენლები ხშირად აუპატიურებდნენ ქალებს და გოგოებს მათი ნათესავების თვალწინ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები