სიცილის დღე

 1 აპრილს სიცილის დღეს თითქმის მთელს მსოფლიოში აღნიშნავენ. ეს ნაციონალური დღესასწაული არ არის, თუმცა უამრავ ქვეყანაში ამ დღეს მეგობრებისა და ნაცნობების მოტყუება ან მათზე ხუმრობა მიღებული ტრადიციაა ახალ ზელანდიაში, ირლანდიაში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიასა და დასავლეთ აფრიკაში. ხუმრობა მხოლოდ შუადღემდეა დაშვებული, ხოლო ის, ვინც შუადღის შემდეგ იხუმრებს, ,,აპრილის სულელებს“ უწოდებენ.
ისტორია: 1 აპრილს ტყუილების თქმის ტრადიციის დანერგვა ევროპაში ახლობლების მოტყუებით და მათი სხვადასხვა მიმართულებით გაგზავნით დაიწყო. ამას თავისი ახსნა ჰქონდა და მაცხოვარს უკავშირდება, რომელიც ანნამ კაიაფასთან გააგზავნა, პილატესგან კი – იროდთან. ეს ახსნა ეფუძნება იმ ფაქტს, რომ შუა საუკუნეებში აღდგომის დღესასწაული ხშირად აპრილს ემთხვეოდა, ეს სცენა კი რელიგიური წარმოდგენის შემადგენელი ნაწილი იყო. სხვები ამას აპრილის ამინდის ცვალებადობას უკავშირებდნენ. გერმანიაში ტრადიციის შესახებ ცნობილი არ იყო და, როგორც გრიმი ვარაუდობს, უკანასკნელ ასწლეულში მასზე საფრანგეთიდან შეიტყვეს.10151550_495616990560900_741486271_a
არსებობს ეჭვი, რომ ეს ძველი კელტური ტრადიციაა და გაზაფხულის დადგომას უკავშირდება. მოსკოვში პირველი მასობრივი საპირველაპრილო ხუმრობა 1703 წელს შედგა. მაცნეები დადიოდნენ ქუჩებში და მოსახლეობას ,,არნახულ წარმოდგენაზე‘’ იწვევდნენ. როდესაც დარბაზი ხალხით გადაიჭედა, ფარდა ასწიეს და სცენაზე გამოჩნდა წარწერა: ,,პირველი აპრილია – არავის დაუჯეროთ“. ამით ,,არნახული წარმოდგენა“ დასრულდა. მეთვრამეტე საუკუნიდან საპირველაპრილო ხუმრობების ისტორიები უამრავი მწერლისა თუ პოეტის შემოქმედებაში

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები