სოუდას ყურეში, აშშ-ის საზღვაო ძალების ავიამზიდზე ღონისძიებებს თინათინ ხიდაშელი და ვახტანგ კაპანაძე დაესწრნენ – ფოტოკოლაჟი

საბერძნეთში, სოუდას ყურეში, კუნძულ კრეტასთან ამერიკულ სამხედრო ავიამზიდზე „ჰარი ტრუმანი“ მაღალი რანგის სტუმრებისთვის სპეციალური მიღება გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის საზღვაო ძალების ავიამზიდზე მოწყობილ ღონისძიებებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და მისი მოადგილე ნიკოლოზ აგლაძე დაესწრნენ.
მიღებაზე იმყოფებოდნენ ასევე, საქართველოში აშშ-ის სამხედრო ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი უილიამ ჯ. კონერი, ბულგარეთის თავდაცვის მინისტრი, შტაბის უფროსი, მალტას შინაგან საქმეთა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი და სხვა ოფიციალური პირები.
სტუმრებმა ავიამზიდის საგემბანო ავიაცია და მასზე განთავსებული ტექნიკა დაათვალიერეს, გაეცნენ სამხედრო ხომალდის მუშაობის პრინციპს და სპეციალურად მათთვის მოწყობილ ავიაშოუსაც დაესწრნენ. ღონისძიებების დასასრულს „ჰარი ტრუმანის“ წარმომადგენელმა ქართველ სტუმრებს პარტნიორობისა და თანამშრომლობისთვის სამახსოვრო საჩუქარი გადასცა13494838_1234995326533207_4676707347100307597_n 13445723_1234995293199877_4288258348290309096_n 13466329_1234995299866543_2837286332732542698_n 13501699_1234995289866544_2477882991788494649_n 13435566_1234995783199828_315780361289018640_n 13445414_1234995776533162_4793892458384931168_n 13501758_1234995773199829_7812411007355526611_n 13412913_1234995736533166_7811313816166692503_n 13512201_1234995729866500_1431507171370375605_n 13442172_1234995723199834_7565233053272288304_n 13442229_1234995686533171_4536859788755966541_n 13494777_1234995679866505_7352509777612425249_n 13466555_1234995676533172_8326021416428764918_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები